მთავარი
 
საიტის მენიუ



შესვლის ფორმა
საიტზე იმყოფება
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
и


მთავარი » 2010 » იანვარი » 9 » როცა აყვავდა ნუში
18:07
როცა აყვავდა ნუში
ფილმის შესახებ:
ჟანრი:
დრამა, კრიმინალური
წელი: 1972
ქვეყანა: საქართველო
დამდგმელი რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე
სცენარის ავტორები: ზაირა არსენიშვილი, ლანა ღოღობერიძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
მხატვარი: გივი გიგაური
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
მონაწილეობენ: ზურაბ ყიფშიძე (ზურა), გოგა ფიფია (ლექსო), თინათინ ვარდანაშვილი (ხათუნა), ეკა მაღალაშვილი (ეკა), სესილია თაყაიშვილი (ბებია ვარო), დოდო აბაშიძე (ნიკო), ლია კაპანაძე (თალიკო – დედა), დიმიტრი თაყაიშვილი (თორნიკე), ჭაბუა (მზეჭაბუკ) ამირეჯიბი (გიორგი), შოთა დაუშვილი (ვატა), მარინე თბილელი, კახა ჩიტაია, გ. გედევანიშვილი, კოკი გაწერელია, გოგი ჩიტაია, ს. გრიგორიადისი, თ. კვარაცხელია, მ. რიჟამაძე, მერაბ აბრამიშვილი, მ. ჯაფარიძე, ნინო კალანდარიშვილი, ქ. მაყაშვილი, ნოდარ მგალობლიშვილი.
ფილმზე:
მეათეკლასელ ზურას, რომელიც მამის მეგობარს მანქანას მოპარავს და ამხანაგებს მცხეთაში გაასეირნებს, სკოლის დირექტორი ველოსიპედისტთა შეჯიბრებიდან მოხსნის. ზურას მამა დირექტორს გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს, იმასაც მოახერხებს, რომ ზურას გამარჯვებულად სცნობენ. ამხანაგებმა იციან, რომ გამარჯვება სხვას ეკუთვნოდა. ხათუნა ზურას ძალად ჩემპიონობისთვის შეარცხვენს. ამხანაგებთან და საყვარელ გოგონასთან დაპირისპირებით გაღიზიანებული ზურა საჭეს ვერ დაიმორჩილებს, მანქანა გადაუბრუნდება და გვერდით მჯდომი თანაკლასელი, ლექსო დაიღუპება. ზურას მამა ცდილობს ავარია დაღუპულს გადააბრალოს, შვილი პირველად აუმხედრდება მამას, მის გავლენას თავს დააღწევს და დანაშაულის აღიარებას გადაწყვეტს..
                                                              გადაწერა
კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 897 | დაამატა: compservice
   a  d  m  i  n
Skyperezoozer
რეკლამა უფასოდ


 

 


Copyright MyCorp © 2024
Make a free website with uCoz
.